აზერბაიჯანში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკაში სულ 19 267 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს სულ 235 პაციენტი ემსხვერპლა, 10 820 კი განიკურნა, მკურნალობას 8 212 პირი აგრძელებს.
რესპუბლიკაში კორონავირუსზე სულ 502 965 ტესტია გაკეთებული.