თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემა აღდგება

ახალბედა მწერლები საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნებას თსუ ლიტერატურულ ალმანახში შეძლებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურულ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემა აღდგება.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, უნივერსიტეტში ქართველი მწერლები შეიკრიბნენ და „პირველი სხივის” აღდგენის შესახებ განაცხადეს.
ალმანახში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება თსუ სტუდენტებთან ერთად სხვა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ, აღდგენილ ალმანახში დაიბეჭდება უკვე ცნობილი პირველსხიველების ახალი ნაწარმოებებიც.
“პირველი სხივის” პირველი ნომერი 1950 წელს უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის ინიციატივით გამოვიდა. 2004 წლამდე გამოცემის 30 ნომერი დაიბეჭდა. 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის” აღდგენის შემდეგ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ ალმანახ „პირველი სხივის” გამოცემაც აღდგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები