მაკრონმა საფრანგეთის ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად ჟან კასტექსი დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ კასტექს ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა.
ჟან კასტექსი ქალაქ პრადის მერის თანამდებობას იკავებდა. აპრილში ის კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინე ზომებიდან გასვლის კოორდინატორად დაინიშნა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ ედუარდ ფილიპს – მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტს დღეს გაუგზავნა, რაც მაკრონმა დააკმაყოფილა.