თურქეთში ფოიერვერკების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, საქარიას პროვინციაში, ხენდეკის რაიონში ფოიერვერკების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

საწარმოს ხელმძღვანლობის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში საწარმოო მოედანზე 150-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სამედიცინო ბრიგადები და მაშველებია მობილიზებული.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები