უკრაინაში საკარანტინე ზომები გამკაცრდება
უკრაინის 11 ოლქში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რეგიონული სანიტრები საკარანტინე ზომების გამკაცრებას ითხოვენ.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმს სტეპანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, ქვეყანა ადაპტირებული კარანტინის პირობებში იმყოფება, როდესაც შემზღუდავი ზომები ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარების შესაბამისად მიიღება.
“ამჟამად ყველაზე დაძაბული ვითარება დასავლეთის 4 რეგიონში შეინიშნება: ვოლინსკის, ზაკარპატიეს, ლვოვისა და როვნენის ოლქებში”, – თქვა მინისტრმა.
30 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები სწრაფია და მოსახლეობას მეორე ტალღის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
3 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში 46 763 ინფიცირებულია, 1 212 გარდაცვლილი და 20 558 განკურნებულია.