საფრანგეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონის გაუგზავნა.
ამის შესახებ ელისეის სასახლის კომუნიკეშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ფილიპი ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მთავრობის წევრებთან ერთად, მიმდინარე საქმეების მართვას გააგრძელებს.
ედუარდ ფილიპის თანამდებობიდან გადადგომა 28 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მაკრონის პარტიის “წინ, რესპუბლიკა!”-ს წარუმატებელი შედეგის ფონზე ხდება.
სამთავრობო პარტიამ საკვანძო პოსტების დაკავება ვერ შეძლო, ერთადერთი წარმატება სწორედ ედუარდ ფილიპს უკავშირდება, რომელმაც გავრის მერის თანამდებობა შეინარჩუნა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ედუარდ ფილიპს შეეძლო გავრის მერის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა, თავად კი – პრემიერის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებდა.
ედუარდ ფილიპი საფრანგეთის მთავრობას 2017 წლის 15 მაისიდან უძღვება.