სომხეთში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 27 320 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 469-მდე გაიზარდა.

განკურნებულთა რიცხვი 15 48-ს შეადგენს, მკურნალობას 11 211 პირი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები