ინფლაციის ნაცვლად დეფლაცია – ივნისში ფასები 1.4 %-ით შემცირდა

2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით გაიაფდა, ხილი – 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ითაა გაიაფებული.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებას – ოფიციალური ინფორმაციით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 46.5 პროცენტით, რძის ნაწარმი 17.2 პროცენტით, პურპროდუქტები 10 პროცენტით, ხოლო ხორცპროდუქტები 13.1 პროცენტით გაძვირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები