„გვიანი შუასაუკუნეების სუფიზმი და ჯალალ ედ-დინ რუმი”

4 ივლისს, 18:00 საათზე პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „გვიანი შუასაუკუნეების სუფიზმი და ჯალალ ედ-დინ რუმი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ახალი პროექტის  – „აგორას”  ონლაინლექციების ციკლის ფარგლებში გაიმართება.
„აგორა” ძველ ათენში იყო ქალაქის მოედანი, სადაც ათენელები თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ. მათთვის „აგორა” იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი. „აგორაზე” ხშირად იმართებოდა სამსჯავროები, ბაზრობები, გამოფენები, თეატრალური და სპორტული ასპარეზობები. „აგორა” იყო ძველი საბერძნეთის კულტურის გზაჯვარედინი. თანამედროვე პირობებში გვსურდა რა, გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა, განვიზრახეთ ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”.
ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ონლაინპლატფორმის საშუალებით, გაიმართება თემატური საუბრები ანტიკურ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებასა და ზოგადად ანტიკური კულტურის რეცეფციებზე.

ZOOM-ის ბმული: https://us02web.zoom.us/j/89716064383

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები