ტრამპი: ქვეყნის ეკონომიკისთვის მესამე კვარტალი ფანტასტიკური იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის მესამე კვარტალი ქვეყნის ეკონომიკისთვის ფანტასტიკური იქნება, 2021 წელი კი ისტორიული და დაუჯერებლად კარგი.

ამის შესახებ ტრამპმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

“როგორც ვამბობდი, ფანტასტიკური მესამე კვარტალი გექნებათ. ეს ისეთი კვარტალი იქნება, რომელიც, ჩემი აზრით, ჯერ არავის უნახავს. კარგია ისიც, რომ მესამე კვარტლის ციფრები არჩევნების წინ გამოქვეყნდება, ამიტომ ხალხი ამას დაინახავს. მესამე კვარტალი წარმოუდგენლად კარგი იქნება”, – თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, მომდევნო წელი ისტორიული იქნება, დაუჯერებელი სამუშაო ადგილებისთვის, კომპანიების ზრდისთვის. “არავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ იქნებოდა შესაძლებელი”.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ტრამპი კენჭს მეორე ვადით იყრის, მისი მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები