ლატვიის შემდეგ “რაშა თუდეი” შესაძლოა, ლიეტუვაშიც აკრძალონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ქვეყნის რადიოსა და ტელევიზიის კომისიას RT ჯგუფში შემავალი არხების ბლოკირების რეკომენდაცია მას შემდეგ მიეცემა, რაც ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირის სანქციები ვრცელდება არა მხოლოდ “შავ სიაში” მოხვედრილ პირებზე, არამედ – მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებზეც.

“ვსაუბრობთ “რაშა თუდეიზე”, რომლის დირექტორია დიმიტრი კისელიოვია, რომელზეც სანქციები ვრცელდება”, – თქვა ლინკევიჩუსმა.

მისი თქმით, ლიეტუვა ჯერ კიდევ 7 წლის წინ რუსეთის ზოგიერთი ტელეარხის მიმართ იყენებდა შეზღუდვებს.

ლატვიის მედიის საკითხთა ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული RT ჯგუფში შემავალი ყველა არხის ტრანსლირება აკრძალა.

აღნიშნულს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.

როგორც ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, “იმედს ვიტოვებთ, რომ ლატვიურმა მხარემ აღმაშფოთებელი და უკანონო ქმედებები მხოლოდ შესაბამისი ორგანოების არაკომპეტენტურობის გამო განახორციელა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები