ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა.
ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამურად, უკვე 229 650 000 დოლარი გაყიდა
ბოლო ინტერვენცია სებ-მა 17 ივნისს განახორციელა. დღეს გაყიდული 20 მილიონი წელს რიგით მერვე ინტერვენციაა. ჯამურად,  წელს, დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-მა სავალუტო ბაზარზე 200 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0567 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.4247 ლარად არის შესაძლებელი.ამ მომენტისთვის(16:50 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0482 ლარად ივაჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები