ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა – ქვეყანაში სტატისტიკა მზარდია
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11 106-მდეა გაზრდილი, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 148 ადამიანი ემსხვერპლა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ.
მისივე თქმით, გასულ დღე-ღამეში ვირუსის 2652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 232 863 შემთხვევაა.
სიმა სადათ ლარის თქმით, დაავადების დამარცხება 194 098-მქ პირმა შეძლო, თუმცა “ქვეყნის უამრავ პროვინციაში ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი იზრდება. თანამემამულეებს ვურჩევთ სოციალური დისტანციის დაცვას, ხელების ხშირ დაბანასა და ნიღბების ტარებას”.