700-მილიონიანი ინვესტიცია ენერგეტიკაში – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თურნავამ განმატა, „ნამახვანიჰესში“ 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
„700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება. ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას. უფრო მცირე პროექტებიც ხორციელდება. ამერიკული ფონდი – „ცერბერუსი“ გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს, 5-6 სადგური უკვე აქვს და კიდევ ორ პროექტს იწყებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები