თხილის წარმოება შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებს

თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

მეთხილეთა ასოციაციის პროგნოზით, წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას გადააარბებს და ერთი კილოგრამი 7-9 ლარი ეღირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები