უნგრეთი მესამე ქვეყნებისთვის საზღვრებს არ ხსნის

უნგრეთი ევროკავშირის რეკომენდაციას არ შეასრულებს და მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს არ გახსნის. გამონაკლისი მხოლოდ სერბეთია.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

“ევროკავშირის თხოვნას მხარს ვერ ვუჭერთ, რადგან აღნიშნული უნგრელების ჯანმრთელობის დაცვას შეეწინააღმდეგება. გამონაკლისი მხოლოდ სერბეთისთვის გაკეთდება. ამასთან, ტრანზიტისთვის “ჰუმანიტარულ დერეფანს” აღვადგენთ. ნებისმიერ, ვინც უნგრეთის გავლით იმოგზაურებს, აღნიშნულ დერეფანს გამოიყენებს. მათ ამ გზიდან გადასვლა ეკრძალებათ, ჩვენ მკაცრ სასაზღვრო კონტროლს ვახორციელებთ”, – თქვა ორბანმა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 30 ივნისს 15 “უსაფრთხო” ქვეყნის სია შეადგინეს, რომელთა მოქალაქეებს ბლოკის ქვეყნებში მოგზაურობა შეეძლებათ, მათ შორის არის საქართველო.

ბლოკის წვერი ქვეყნების გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი იტალიის პრემიერმაც განაცხადა, თუმცა გერმანია და ესპანეთი უკვე დღეიდან არიან მზად მესამე ქვეყნების მოქალაქეების მისაღებად.

უნგრეთში კორონავირუსის 4 157 შემთხვევა დაფიქსირდა, 586 პირი გარდაიცვალა, ხოლო 2 721 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები