აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 52 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 2 686 480 დაავადებულია.
აღნიშნული ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ვირუსს 706 პირი ემსხვერპლა, სულ 128 062 ლეტალური შემთხვევაა.
დაავადების დამარცხება 729 994-მა პაციენტმა შეძლო.