მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა
მაინმარში, კაჩინის შტატში, ხპაკანის დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ 113-მდე გაიზარდა, მანამდე სულ მცირე 50 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიანმარის სახანძრო დეპარტამენტის გვერდზეა ნათქვამი.
აღინიშნება, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მიანმარში მეწყერი გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოწვა.