ყაზახეთში მკაცრ კარანტინს აწესებენ

ყაზახეთში 5 ივლისს ორკვირიან, მკაცრ კარანტინს აწესებენ.

ამის შესხებ ქვეყნის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ შემზღუდავი ზომების სახით ჩერდება ავტობუსების გადაადგილება რეგიონებს შორის, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გარკვეული გრაფიკი იმოქმედებს.

ამასთან, შენარჩუნებული იქნება საერთაშორისო ავიამიმოსვლა და რეგიონებს შორის შეზღუდული სარკინიგზო მიმოსვლა.

ასევე, იკრძალება მასობრივი, საოჯახო და სამგლოვიარო ღონისძიებები, ქუჩაში სამ ადამიანზე მეტი პირის შეკრება.

ასევე, ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებენ სილამაზის სალონები, სპორტდარბაზები, აუზები, კულტურის ობიექტები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიექტები და სხვა.

სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა 80%, ასევე, ეროვნული კომპანიების მუშაობის დისტანციურ რეჟიმს ინარჩუნებს.

ყაზახეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 42 574 შემთხვევაა გამოვლენილი, 188 პაციენტი გარდაიცვალა, 25 319 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები