სომხეთში კორონავირუსის კიდევ 593 ახალი შემთხვევაა
სომხეთში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 26 658 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 6 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 459 ლეტალური შემთხვევაა.
განკურნებულთა რიცხვი 15 036 შეადგენს, 11 010 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.
ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 115 765 ტესტია გაკეთებული.