ბესო ხვედელიძის კრებულის წარდგენა

2 ივლისს, 19:30 საათზე, არტგალერეაში „სივრცე“  ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის – „აბრეშუმის გზის“  წარდგენას  უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი „რჩეული მოთხრობების“ სერიით დაიბეჭდა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულებს აერთიანებს. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.
მოდერატორი: ია ვეკუა
საღამოზე დაუკრავს – DJ Alfreda Stieglitz.
პრეზენტაციაზე შესაძლებელია წიგნის შეძენა.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და შეძენა ვებგვერდზე: https://bit.ly/3dIOHGn

მის: შოთა ნიშნიანიძის №26.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები