ვანო თარხნიშვილთან შეხვედრა

2 ივლისს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე მსახიობ ვანო თარხნიშვილთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
„ძვირფასო მაყურებლებო, შეხვედრა იქნება ინტერაქტიული! ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ, კითხვა დაუსვათ მსახიობს და მასთან ერთად იმსჯელოთ როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/, და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ონლაინშეხვედრის ნახვა შეაძლებელია ბმულზე:
Tumanishvili Film Actors Theatre თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები