აშშ-ში ერთ დღეში ვირუსს 1 315 პირი ემსხვერპლა
აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში ისევ მკვეთრად გაიზარდა და 1 315 შეადგინა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 130 134 ლეტალური შემთხვევაა.
Worldometer-ის ინფორმაციით, ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 47 499 შეადგინა და სულ ქვეყნის მასშტაბით 2 730 803 შეადგენს.
მანამდე, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ თუ მთავრობა ვირუსის გავრცელებას კონტროლზე არ აიყვანს, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდება.
“ძალიან შეწუხებული და უკმაყოფილო ვარ იმიტომ, რომ არასწორი გზით მივდივართ”, – თქვა ფაუჩიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კარიბის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ოქტომბერში ლეტალური შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, 400 ათასამდე გაიზარდოს, თუ რეგიონები კონტროლის მკაცრს ზომებს არ მიმართავენ.