ჰუბერტ ქნირში: ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე

გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს წერილს უგზავნის.

ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე.

„ჩვენმა ჟენევის მისიამ გადმომცა თქვენი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით საქართველოს გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის თაობაზე.

ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე. სამწუხაროდ, რამდენადაც ყველამ კარგად ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხშირი მოვლენაა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც სავალალო მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს – საერთაშორისო პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს შესაბამის საკითხებსა და საქმეებზე ამ დონემდე დაცემის მაგივრად. მერწმუნეთ, რომ ჩვენი მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ შეტყობინებიდან და, ასევე, სხვა საელჩოებიდან, რათა შეიქმნას საკუთარი პოზიცია ყოველ წარდგენილ კანდიდატზე.

მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჟენევის მისიაში წარდგენილ საჩივარს”, – ნათქვამია გერმანიის ელჩის გზავნილში.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები