ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მილიონი ტონით აღემატება.

ტვირთების გადამუშავების მაჩვენებლის ზრდა, ძირითადად, სუფსისა და ყულევის ტერმინალზე მოდის.

რაც შეეხება ნავსადგურების მიერ გადამუშავებული კონტეინერების მაჩვენებლებს – მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ნავსადგურებში 185 655 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3 292 ერთეულით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები