დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი 81,500-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო

აგროდიზელის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 81,500-ზე მეტმა ფერმერმა 24,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 2,200,000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის ძალაშია დადგენილი წესი – 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე შესაძლებელია დიზელის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1-ელი სექტემბრიდან მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები