ეთიოპიაში პოლიტიკური აქტივისტის მკვლელობის გამო დაწყებულ არეულობას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

​ეთიოპიაში, ორომიას შტატში არეულობის დროს, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. აქცია მუსიკოსისა და პოლიტიკური აქტივისტის, ხააკააულუ ხუნდესაას მკვლელობას მოჰყვა.

როგორც შტატის მთავრობის წარმომადგენელმა, გეტაჩევ ბალჩამ განაცხადა, ვითარების ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყვნენ.

მისივე თქმით, დაღუპულთა შორის არიან როგორც დემონსტრანტები, ასევე – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ორომიას შტატის სხვადასხვა ქალაქში ხალხმა შეკრება 30 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა 36 წლის ხუნდესაას მკვლელობის შესახებ.

დემონსტრანტები საბურავებს წვავდნენ, ასევე, ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ზოგან პოლიციასთან შეტაკებები იყო.

ქალაქ ხარერში შეკრებილებმა იმპერატორ ხაილა სელასიეის ძეგლი ჩამოაგდეს.

ადის-აბებასა და შტატის რამდენიმე ქალაქში ინტერნეტი გათიშეს, რომელიც ამ დრომდე მიუწვდომელია.

ხუნდესაა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც პოლიტიკური საქმიანობისთვის ციხეში აღმოჩნდა.

ის ანტისამთავრობო საოროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა, რომლებიც მთავრობაში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის აბი ახმედას დანიშვნით დასრულდა.

ხააკაალუ ხენდესაა 29 ივნისს საღამოს ქუჩაში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები