300-ლარიანი კომპენსაცია 104 547-მა თვითდასაქმებულმა მიიღო
1-ელი ივლისის მდგომარეობით, თვითდასაქმებული 165 626 პირიდან 300-ლარიანი კომპენსაცია 104 547-მა მიიღო.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით სულ გაცემულია 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ – 200 ლარის ოდენობის კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხულმა თანხამ 25 033 000 ლარი შეადგინა.