ტოკიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მატებაა – არ გამოირიცხება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ისევ შემოღება

იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით შემოღებას არ გამორიცხავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მატება შეინიშნება.

ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიხიდე სუგამ განაცხადა.

აღინიშნება, რომ გასულ დღე-ღამეში ტოკიოში ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უკვე მეექვსე დღეა, ახალი შემთხვევების რიცხვი 50-ზე მეტს შეადგენს.

როგორც იოსიხიდე სუგამ ​განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ინფიცირებულების რიცხვი მკვეთრ ზრდას დაიწყებს, ვითარების ყველაზე უარესი განვითარების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის განმეორებითი შემოღების შესაძლებლობა არსებობს.

ტოკიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6,3 ათას მიუახლოვდა. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტატისტიკას – 1-ელი ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან იაპონიაში 18 687 შემთხვევა გამოვლინდა, 974 გარდაცვლილია და 16 458 – განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები