პოლონეთში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

პოლონეთის ქალაქ სტშეგომთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი სახანძრო დაცვის წარმომადგენელმა, პაველ შიდლოვკისმ განმარტა, ეს იყო ორადგილიანი მსუბუქი ვერტმფრენი.

​მისი თქმით, კატასტროფას ხანძარი არ მოჰყოლია.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები