„თანამედროვე ჩინური ხელოვნება“ – ონლაინლექცია

2 ივლისს, 12:00 საათზე, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, თანამედროვე ჩინური ხელოვნების შესახებ ლექციას წაიკითხავს ახალგაზრდა სინოლოგი და ხელოვნებათმცოდნე – ანნა მახარაძე.
„ჩინეთის ტრადიციული ხელოვნება ყველასთვის ფართოდაა ცნობილი, ამჯერად კი სულ სხვა კუთხით დაგანახებთ მას – საუბარი შეეხება ახლებურ, დასავლურ კულტურასთან შერწყმულ თანამედროვე ჩინურ ხელოვნებას.
ანნა მახარაძე: „XX-XXI საუკუნეები მიჯნაზე ჩინურმა ხელოვნებამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. სწორედ ამ პერიოდიდან ექცევა ის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის კვალდაკვალ იხსნება ახალი გალერეები და საგამოფენო სივრცეები. ამ პერიოდში ჩინეთში ვითარდება არა მხოლოდ უკვე არსებული, ტრადიციული მიმდინარეობები, არამედ ევროპული, ავანგარდული ხელოვნებაც. ვფიქრობ, მსმენელისთვის საინტერესო იქნება საუბარი თანამედროვე ჩინური ხელოვნების როლზე დღევანდელ მსოფლიოში და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“.
ლექციის მოსმენა შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე:
China International Education College / 中国涉外教育学院

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები