ლევან ნიკოლეიშვილი: ქვეყნისა და ერის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მინდა, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართ პატივისცემა და მადლობა გამოვხატო

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მადლობას უხდის. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„როგორც ერთმა, საქართველოს რიგითმა მოქალაქემ მინდა, პატივისცემა და მადლობა გამოვხატო გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართ იმ უმწიკვლო სამსახურისათვის, რაც მან ქვეყნისა და ერის წინაშე ღირსეული სამსახურით დაამტკიცა!
წარმატებები მინდა, ვუსურვო თავდაცვის ძალების ახალ მეთაურ  გენერალ გიორგი მათიაშვილს ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ყველაზე საპატიო და ღირსეულ საქმეში“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ – მაიორი, გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანლებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები