სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 26065 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, რესპუბლიკაში 453 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 14 563-მა  პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები