აეროპორტების გაერთიანება: არ ვადასტურებთ, რომ “ვიზეარი” ქუთაისში ბაზას აუქმებს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ. მათივე ცნობით, ამ საკითხზე კომპანიისგან ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.
“გავრცელებულ ინფორმაციას “ვიზეარის” ბაზის ქუთაისში გაუქმებასთან დაკავშირებით არ ვადასტურებთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია და ამ საკითხზე საავიაციო კომპანიისგან ოფიციალური წერილიც არ მიგვიღია”, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.