ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 500 მილიონს გადააჭარბა
მაისში ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა.
სებ-ის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მაისში 1.5 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.6 პროცენტს გაუტოლდა.