ირანის დედაქალაქში, ერთერთ კლინიკაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ჯალალ მალექიმ განაცხადა.
აღინიშნება, რომ შენობაში შემთხვევის დროს 25 ადამიანი იმყოფებოდა.
მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ქალია. გარდაცვლილებს შორის არიან საოპერაციო განყოფილებაში მყოფი პაციენტები.
როგორც ირანის პროვინციის უსაფრთხოების საკითხთა გუბერნატორის მოადგილე ჰამიდრეზა გუდარზიმ თქვა, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.