ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ მიუღებელია.

მისივე თქმით, ელჩების რეაქცია ლოგიკური იყო.

“როცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ  – უზრდელური განცხადებებით გერმანიის ელჩის მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების რეაქცია ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენც, ბუნებრივია, გვაქვს ანალოგიური რეაქცია”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები