აშშ-ში კორონავირუსის 41 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 41 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 2 590 582 ინფიცირებულია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 330 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 126 141 ლეტალური შემთხვევაა.
გუშინ ახალი ინფიცირებულების რიცხვი 38 845 შეადგენდა, ხოლო 264 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, აღინიშნება, რომ ვირუსის დამარცხება ქვეყანაში 705 203-მა პირმა შეძლო.
რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას – ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, კორონავირუსით პლანეტაზე 10 302 867 ადამიანია ინფიცირებული, 505 518 გარდაცვლილი და 5 235 908 განკურნებულია.