ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთა 86 პროცენტი გამოჯანმრთელდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 86 პროცენტი გამოჯანმრთელდა, რაც კარგი მაჩვენებელია.

“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.

119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები