სომხეთში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 25 542 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 443 ლეტალური შემთხვევაა.

განკურნებულთა რიცხვი ​14 048-ს შეადგენს, მკურნალობას 10 904 პირი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები