ნანა ღვინეფაძეს დღეს ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ

პოეტს, თეატრმცოდნეს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს – ნანა ღვინეფაძეს 30 ივნისს, 14:00 საათზე,  ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენებენ.
ნანა ღვინეფაძეს ეკუთვნის ასობით რეცენზია ქართული თეატრის სპექტაკლებზე,  ქართულ მწერლობაზე, ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, მხატვრობასა თუ კინემატოგრაფზე.
მის პუბლიცისტურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წიგნს „შარავანდედი“, რომელიც მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი მოწყალების დის, მარო მაყაშვილის შესახებ ნარკვევებს აერთიანებს.
ნანა ღვინეფაძე ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო, დაჯილდოებული იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრემიით „ოქროს ფრთით“, დავით კლდიაშვილის მედლით, ღირსების ორდენითა და სხვა ჯილდოებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები