გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ გაზის სამომხმარებლო ტარიფი 2023 წლის 1 -ელ იანვრამდე უცვლელად დატოვა.

როგორც მარეგულირებელის დღევანდელ სხდომაზე დადგინდა, “სოკარ ჯორჯია გაზის” სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.928 თეთრი/მ3-ს; ასევე, უცვლელი დარჩა “საქორგგაზის” ტარიფი და დღგ-ს ჩათვლით 56.990 თეთრი/მ3 იქნება.

“დი-ვი-ეს”-ის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 43.500 თეთრი/მ3-ს შეადგენს, შპს “დიდი დიღომის” ტარიფი – 50.899 თეთრი/მ3-ს, “გასკო +”-ის – 48.301 თეთრი/მ3-ს.
“გამასთვის” განაწილების ტარიფი შემცირდა 3.371 თეთრით და შეადგინა 1.671 თეთრი/მ3, შპს “გოგოჭური და კომპანიისთვის” განაწილების ტარიფი შემცირდა 3.583 თეთრით და 1.510 თეთრი/მ3 იქნება, ხოლო შპს “ენერგია+”-ს განაწილების ტარიფი 4.183 თეთრით, 6.046 თეთრი/მ3-მდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები