ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: პანდემიის გაფართოება დაჩქარებულია

მსოფლიოში პანდემიის გაფართოება დაჩქარებულია მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ვითარება უმჯობესდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ზოგიერთი ქვეყანა შემთხვევების ზრდის პირისპირ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გახსნეს ეკონომიკა და დაუბრუნდნენ სოციალურ ცხოვრებას. ადამიანთა უმეტესობა მოწყვლადია ვირუსისთვის. მძიმე რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები