პრემიერმინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება, – ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდრომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისა და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

პროექტში „ტავ ჯორჯია” 14 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები