სომხეთში პნევმონია 1,7 ათასზე მეტ პაციენტს აღენიშნება

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პნევმონია 1739 პაციენტს აქვს დიაგნოსტირებული.

მისი თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში 123 პირია, მძიმე – 529.

ფაშინიანის თქმით, ფილტვების ანთების მქონები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გაუარესდეს.

“თუმცა, ამ სტატისტიკის გამოსწორება შეგვიძლია, ყველამ უნდა გამოიძინოს ძალისხმევა”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში, 29 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსის 25 127 შემთხვევაა დადასტურებული, 433 პირი გარდაიცვალა, 13297 კი განიკურნა.

ქვეყანაში 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები