მოსკოვში, საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

მოსკოვის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

ხანძარი ოთხ ბინაზე იყო გავრცელებული. ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია.

ქალაქის ექსტრემალურ სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს, რადგან სახლის ყველა ბინა ჯერ დათვალიერებული არ აქვთ.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები