„ტრადიცია უნდა აღდგეს. ამას იმსახურებს დიდი რეჟისორის სახელიც და მისი მუზეუმიც“

29 ივნისი ქართველი რეჟისორის, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის სანდრო ახმეტელის გარდაცვალების დღეა. ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი წერს ფეისბუქის გევრდზე.
„29 ივნისი სანდრო ახმეტელის დახვრეტის დღეა. ამ დღესვე დახვრიტეს მისი დასის 8-9 მსახიობი.
1937 წელს რუსთაველის თეატრმა მაჩაბლის დასის ისტორია გაიმეორა, 1795 წელს რომ სრულად მოისრა აღა-მაჰმად-ხანის თბილისში შემოჭრისას.
მეტად საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი 2016 წელს. თბილისის დრამატული თეატრი (ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია) თავის სეზონს, 29 ივნისს ანაგაში, სანდრო ახმეტელის მუზეუმში სპექტაკლის ჩვენებით დახურავდა. ეს ტრადიცია უნდა აღდგეს. ამას იმსახურებს დიდი რეჟისორის სახელიც და მისი მუზეუმიც“, – წერს ნოდარ პაპუაშვილი.


