Readovka: მალავენ თუ არა რუსეთში COVID-19-სგან გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას – საავადმყოფოსთან გარდაცვლილი პაციენტების სამედიცინო ბარათებია ნაპოვნი(ფოტო)

მოსკოვში, კომუნარკას #40 საავადმყოფოსთან, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ნაპოვნია “ნაგვის ყუთები”, რომლებშიც გარდაცვლილ პაციენტთა სამედიცინო ბარათები, დაბინძურებული სისხლია აღმოჩენილი.

ამის შესახებ რუსული გამოცემა Readovka იტყობინება.

გამოცემის მონაცემით, “ნაგვის ყუთები” გამვლელებმა ესტაკადასთან იპოვეს. დოკუმენტებში მითითებულია გარდაცვლილთა ვინაობა, გარდაცვალების თარიღი და დიაგნოზი – COVID-19.

საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, დენის პროცენკომ დაადასტურა, რომ შენობიდან კილომეტრის მოშორებით ნაპოვნია გვამების გადასატანი პოლიეთელინის პარკები, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაპოვნია პაციენტთა სამედიცინო ბარათები – სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მომხდარის დადგენა სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში შედის, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, გარდაცვლილთა გადაცემის პროცედურა კანონით მკაცრად არის რეგლამენტირებული.

აღსანიშნავია, რომ კომუნარკას საავადმყოფო მოსკოვში მდებარე ერთერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც კოვიდ-19-ის პაციენტების მიღება პირველად დაიწყო.​ ამჟამად, კლინიკაში 300 პირი მკურნალობს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დენის პროცენკო შრომის გმირის წოდებით უკვე დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები