ჩეხეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩეხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუისთ ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 3 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციითვე, ახალი შემთხვევების რიცხვი მესამე დღეა, მზარდია.

ამასთან, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან სულ 11 603 შემთხვევაა დადასტურებული, 348 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 7705 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები