ბანგლადეშში საზღვაო ხომალდი გადაბრუნდა – სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული
ბანგლადეშში, მდინარე ბურიგანგაში ხომალდი გადაბრუნდა, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ გაზეთი Dhaka Times-ი წერს.
აღინიშნება, რომ ხომალდი – Morning Bird-ი, რომლის ბორტზე 50-60 მგზავრი იმყოფებოდა, დიდი ზომის გემს შეეჯახა.
გაზეთის ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 23 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის, 14 მამაკაცის, 6 ქალისა და სამი ბავშვის.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.